Accessibility links

logo-print

რუსეთში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, უკრაინამ ჩამოაგდო მალაიზიის თვითმფრინავი


რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, დიდ ქალაქებში უმრავლესობა ფიქრობს, რომ 17 ივლისს უკრაინამ ჩამოაგდო მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. „ლევადას ცენტრმა“ 30 ივლისს გამოაქვეყნა ამ თემაზე რუსეთის ექვს უდიდეს ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო უკრაინის მიერ ხმელეთიდან გასროლილმა რაკეტამ, ხოლო 36%-ის აზრით, სამგზავრო ავიალაინერს ესროლა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავმა. გამოკითხულების სულ 3% აცხადებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა. დასავლეთში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს სეპარატისტებმა და მათ რუსეთმა მიაწოდა სათანადო იარაღი. მოსკოვი უარყოფს ამ ვერსიას.

XS
SM
MD
LG