Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი ექსპერტები ვერც დღეს ახერხებენ ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლას


უცხოელმა გამომძიებლებმა კვლავ ამაოდ სცადეს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას მისვლა, უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლის გამო. გამომძიებლების განცხადებაში, რომელიც 30 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ ნიდერლანდელი ექსპერტები არ გაემგზავრებიან ავიაკატასტროფის ადგილას, რადგან უსაფრთხოება დაცული არ არის. ნიდერლანდელი და ავსტრალიელი გამომძიებლები უკვე რამდენიმე დღეა, ამაოდ ცდილობენ 17 ივლისს მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლას. ამასობაში, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა, ანდრეი ლისენკომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც სეპარატისტებმა დანაღმეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მისასვლელი ადგილი, რაც შეუძლებელს ხდის უცხოელი ექსპერტების მუშაობას.

XS
SM
MD
LG