Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი პოზიციას არ იცვლის


რუსეთი არ აპირებს თავისი პოზიციის შეცვლას, მისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად. სანქციები მიღებულია რუსეთის ენერგეტიკული, საფინანსო და სამხედრო დარგების წინააღმდეგ. 29 ივლისს გამოცხადებული ეს ზომები ყველაზე მკაცრი სანქციებია, რომლებიც ევროკავშირსა და აშშ-ს აქვთ დაწესებული რუსეთისათვის აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების დახმარების გამო. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ჩიხოვმა 30 ივლისს გამოაცხადა, რომ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს და ხელს ვერ შეუწყობს უკრაინაში კრიზისის მოგვარებას. რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ის მიმართავს ადეკვატურ ზომებს, რათა დაეხმაროს ინსტიტუტებს, მათ შორის რუსეთში სიდიდით მეორე ბანკს, VTB-ს.

XS
SM
MD
LG