Accessibility links

logo-print

ერგნეთში იმსჯელეს დაკავებულ და დაკარგულ პირებსა და სხვა პრობლემებზე


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა. შეხვედრების თანაორგანიზატორის, ეუთოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ შეკრებილებმა იმსჯელეს ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლების მკვიდრთა პრობლემებზე, მათ შორის წყალმომარაგებაზე, განიხილეს დაკავებული და დაკარგული პირების პრობლემა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG