Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ემზადებიან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაუქმებლად


რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი, რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაჩერებლად. პროექტი გამოქვეყნებულია ინტერნეტპორტალზე, რომელიც განკუთვნილია საზოგადოებისათვის რუსეთის მთავრობის სამართლებრივი ინიციატივების გასაცნობად. დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებაზე შეთანხმდა რუსეთის რამდენიმე სამინისტრო - კერძოდ, საგარეო საქმეთა, ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროები. რუსეთმა და საქართველომ 1994 წლის 3 თებერვალს მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ხოლო გასულ თვეში, 27 ივნისს, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, აგრეთვე შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

XS
SM
MD
LG