Accessibility links

logo-print

პროკურატურა „არასერიოზულს“ უწოდებს სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას


მთავარი პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები 80 ტომს შეადგენს. სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით არსებულ მტკიცებულებებზე პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც „არასერიოზულს“ უწოდებს ადვოკატების განცხადებას, რომ უწყებას მტკიცებულებები არ გააჩნია. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 2013 წლის 25 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, და მის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და დაიკითხა ასამდე მოწმე. უწყების განმარტებით, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა დოკუმენტები.

XS
SM
MD
LG