Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე არ გამორიცხავს, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილის გატანა გართულდეს


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს. როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, განსაკუთრებულ ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებაში „რაღაც პოლიტიკური ელემენტი“ არსებობს.

XS
SM
MD
LG