Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს


რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. „რია ნოვოსტის“ ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პუნქტების უმეტესობა, მათ შორის, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში შედის 1 სექტემბრიდან. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან. საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 1994 წლის 3 თებერვალს გაფორმდა.

XS
SM
MD
LG