Accessibility links

logo-print

ბიშოპის განცხადებით, რუსეთი აქტიურად უშლის ხელს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებას


ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯულია ბიშოპის განცხადებით, მალაიზიის ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილას, შესაძლოა, ჯერ კიდევ რჩებოდეს ავიაკატასტროფისას დაღუპული კიდევ ოთხმოცამდე ადამიანის გვამები. ბიშოპმა აღნიშნა, რომ ავსტრალიელმა და ჰოლანდიელმა პოლიციელებმა უკრაინის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღეს, მაგრამ ავარიის ადგილას ჯერაც გრძელდება საომარი მოქმედებები. მინისტრის თქმით, რუსეთი აქტიურად უშლის ხელს კატასტროფის მიზეზების გამოძიებისა და გვამების ძებნის პროცესს. უკვე მეოთხე დღეა, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები ვერ ახერხებენ სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოვარდნის ადგილზე მისვლას, რადგან იქ გრძელდება ბრძოლა უკრაინის ჯარსა და სეპარატისტებს შორის. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებენ ავიაკატასტროფის რაიონს, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე მდებარეობს. 17 ივლისს, „ბოინგ 777“-ის აფეთქებისას 298 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 193 ჰოლანდიის მოქალაქე იყო.

XS
SM
MD
LG