Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორთა ჯგუფმა კვლავ გამოთქვა მოწოდება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების თაობაზე


ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა კვლავ გამოთქვა მოწოდება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. სენატორებმა ამის შესახებ გუშინ განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრის შემდეგ. ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, და განხილვის დეტალების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. თუმცა, "ასოშიეიტედ პრესის" სააგენტოს მოჰყავს სამხრეთ კაროლინის შტატის წარმომადგენლის, რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სიტყვები. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაცია თვლის, რომ რუსეთი მზად არის სამხედრო მოქმედებებისთვის, რათა არ მისცეს უკრაინის ხელისუფლებას შესაძლებლობა, დაამარცხოს სეპარატისტები. გრემის აზრით, აშშ-მა სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს უკრაინას იარაღის მიწოდების ჩათვლით. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს სასურველი შედეგები არ მოაქვს, და რომ სანქციები უნდა შეეხოს უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG