Accessibility links

logo-print

ამოქმედდა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


დღეს ამოქმედდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ბანკებს აუკრძალა ევროპაში აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვა, დაბლოკა ენერგეტიკის დარგის მოდერნიზებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი, რომელიც კონკრეტულად ნავთობის სფეროს ეხება. გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა აკრძალვა ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც რუსეთისთვის იარაღის, ელექტრონული და სხვა ისეთი აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საომარი მიზნებისთვის.

XS
SM
MD
LG