Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს არაერთი დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს


ცნობილ აზერბაიჯანელ უფლებადამცველს ლეილა იუნუსს არაერთი დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს, მათ შორისაა სახელმწიფოს ღალატი, გადასახადების გადახდისგან თავის დაღწევის მცდელობა და უკანონო მეწარმეობა. გუშინ იუნუსი ძალის გამოყენებით მიიყვანეს გენერალური პროკურატურის შენობაში, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს და დააკავეს. ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური. აპრილში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ლეილა იუნუსსა და მის ქმარს არიფ იუნუსს, ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, განაცხადეს რა, რომ ლეილა იუნუსი მოწმედ არის დაბარებული ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვის საქმეზე. მირკადიროვი დაპატიმრებულია სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG