Accessibility links

logo-print

ეუთო: საერთაშორისო ექსპერტები უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მივიდნენ


ეუთო აცხადებს, რომ მისმა მონიტორებმა, რომლებსაც თან ახლავთ ნიდერლანდის და ავსტრალიის ექსპერტები, 31 ივლისს შეძლეს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის ადგილას მისვლა. ამის შესახებ განცხადება ეუთომ „ტვიტერის“ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მანამდე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა განაცხადა, რომ ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილას, შესაძლოა, ჯერ კიდევ რჩებოდეს ავიაკატასტროფისას დაღუპული ოთხმოცამდე ადამიანის გვამები. 17 ივლისს, „ბოინგ 777“-ის აფეთქებისას 298 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG