Accessibility links

გაერო ავღანეთს მოუწოდებს დააჩქაროს ხმების გადათვლის პროცესი


გაერომ ავღანეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს მოუწოდა, სრულად ჩაერთონ საარჩევნო ბიულეტენების აუდიტში, რომელიც 2 აგვისტოს განახლდება. იან კუბისმა, გაეროს წარმომადგენელმა ავღანეთში 31 ივლისს განაცხადა, რომ აუდიტის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არჩევნების პროცესის დასრულებაში და რომ „ნებისმიერ დაყოვნებას, ნებისმიერ გაუგებრობას მნიშვნელოვანი, ნეგატიური გავლენა ექნება ავღანეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე“. 14 ივნისს ჩატარებული არჩევნების რვა მილიონამდე ბიულეტენის აუდიტი გასულ კვირას შეფერხდა ტექნიკური სირთულეების გამო.

XS
SM
MD
LG