Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ისრაელს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს


გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნავი პილაიმ გააკრიტიკა, ისრაელის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის, მისი თქმით, „განზრახ უგულებელყოფა“. ნავი პილაიმ, ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას, ახსენა თავდასხმები საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე და გაეროს შენობებზე, სადაც ღაზის 250 ათასი მაცხოვრებელი აფარებს თავს. მისი განცხადებით 31 ივლისს, ღაზის კონფლიქტის დაწყებიდან 24-ე დღეს, 1364 პალესტინელი დაიღუპა - აქედან სამი მეოთხედი სამოქალაქო პირი. ისრაელის მხარეს დაიღუპა 56 ჯარისკაცი და 3 სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG