Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


ევროკავშირმა 31 ივლისს ოფიციალურად გააფორმა ფართო ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინის მოვლენებში შესრულებული როლის გამო დაეკისრა. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ზომები, რომლებზე შეთანხმებასაც 29 ივლისს მიაღწიეს, მიმართულია რუსეთის საბანკო, თავდაცვის და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ. სანქციების ფონია მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინაში, სავარაუდოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ. სანქციები შეუზღუდავს რუსეთის ბანკებს ევროპის საფინანსო ბაზრებზე წვდომას, რაც, შესაბამისად, ხელს შეუშლის მათ რუსეთის ეკონომიკის გაძლიერებაში. დასახელდა 5 ბანკი, მათ შორის რუსეთის უმსხვილესი ბანკი - „სბერბანკი“, VTB, „გაზპრომბანკი“, VEB და“როსსელხოზბანკი“.

XS
SM
MD
LG