Accessibility links

logo-print

ბაქომ ცნობილი უფლებათდამცველი სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობაში დაადანაშაულა 30 ივლისს დაპატიმრებული ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებათდამცველი ლეილა იუნუსი. გენერალურმა პროკურატურამ 31 ივლისს განაცხადა, რომ ლეილა იუნუსი და მისი ქმარი არიფი სომხეთის აგენტს საიდუმლო ინფორმაციებს გადასცემდნენ ჟურნალისტ რაუფ მირკადიროვის ხელით, რომელიც აპრილში დააპატიმრეს და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. 30 წლის ლეილა იუნუსი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებას ადამიანებს შორის, პირველ რიგში სომეხ უფლებათდამცველებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების საშუალებით.

XS
SM
MD
LG