Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ ისრაელი და ჰამასი ღაზაში 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ


ისრაელი და ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი შეთანხმდნენ, რომ ღაზის სექტორში 72 საათის განმავლობაში უპირობო ზავს დაიცავენ. განცხადებაში, რომელიც დელიში გავრცელდა - სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი იმყოფება ვიზიტით - აშშ და გაერო ამბობენ, რომ ზავი 1 აგვისტოდან ამოქმედდება. განცხადების თანახმად, ამ საათების განმავლობაში იწარმოებს მოლაპარაკება უფრო გრძელვადიანად დაზავებაზე სამკვირიან კონფლიქტში. ღაზის ოფიციალური პირების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაზე შეტევა წამოიწყო, დაღუპულია 1,400-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესობა სამოქალაქო პირი. ისრაელის მხრიდან დაიღუპა 56 ჯარისკაცი და სამი სამოქალაქო პირი. გაეროს ინფორმაციით, ბრძოლის გამო ღაზის მოსახლეობის მეოთხედი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელი აცხადებს, რომ მისი შეტევის მიზანია მისი მოქალაქეების დაცვა ექსტრემისტების შეტევებისგან.

XS
SM
MD
LG