Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო უწყებებში სამუშაო დღე, შესაძლოა, 10-ის ნაცვლად 9 საათზე დაიწყოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, საჯარო უწყებებში სამუშაო დღე 10-ის ნაცვლად 9 საათზე დაიწყოს. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ეს ინიციატივა არ ეხება უწყებებს, რომელთაც განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ. ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, განიხილონ მისი ინიციატივა და სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ. საქართველოს მთავრობა დღეს პირველ სხდომას მართავს განახლებული შემადგენლობით. სხდომაზე 33 საკითხის განხილვა იგეგმება.

XS
SM
MD
LG