Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასა ექვსი წლის შემდეგ მარსზე ჟანგბადის გამომმუშავებელ მოწყობილობას გაგზავნის


აშშ-ის კოსმოსური კვლევის უწყებამ, ნასამ გამოაქვეყნა თავისი გეგმები ექვსი წლის შემდეგ მარსზე ჟანგბადის გამომმუშავებელი მოწყობილობის გაგზავნის შესახებ. მოწყობილობა გაგზავნილი იქნება მისიის „მარსი 2020“-ის ფარგლებში. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს სურს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა მარსის ატმოსფეროს ნახშირორჟანგი გარდაიქმნას ჟანგბადად ასტრონავტებისთვის და საწვავად. მარსზე პილოტიანი კოსმოსური ხომალდის გაშვებას ნასა 2030 წლისთვის გეგმავს.

XS
SM
MD
LG