Accessibility links

logo-print

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა


ნიდერლანდის მთავრობის განცხადებით 1 აგვისტოს 70-კაციანმა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა მალაიზიის ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილას აღმოსავლეთ უკრაინაში. ნიდერლანდის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ჰოლანდიელი და ავსტრალიელი ექსპერტები რამდენიმე ადგილას სამძებრო ოპერაციას ჩაატარებენ. დარჩენილი გვამების მოძიებას ხელს უშლის ადგილზე მიმდინარე ბრძოლები უკრაინის ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის. მანამდე უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 14 ადამიანი დაიღუპა პრორუსი სეპარატისტების თავდასხმის შედეგად ქალაქ შახტიორსკში, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან მცირე დაშორებით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG