Accessibility links

logo-print

პროკურატურა ნავალნის დაპატიმრებას ითხოვს


რუსეთის პროკურატურა ითხოვს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რადგან, მათი მტკიცებით, ნავალნიმ ინტერნეტითისარგებლა და ამით დაარღვია შიდაპატიმრობის პირობები. წინასწარი მოსმენა ნავალნისა და მისი ძმა ოლეგის საქმეზე მოსკოვის სასამართლოში დღეს დაიწყო. ძმებ ნავალნებს ბრალად ედებათ კოსმეტიკის კომპანია ივ როშესგან 760 ათასი დოლარის მოპარვა და შემდეგ ფულის გათეთრება. ნავალნი შიდაპატიმრობაში იმყოფება თებერვლიდან და მას აკრძალული აქვს ინტერნეტით სარგებლობა. ნავალნი ყველა დანაშულს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

XS
SM
MD
LG