Accessibility links

logo-print

მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბულია


ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება აზერბაიჯანისა და თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო საზღვარზე დაძაბულია. აზერბაიჯანის მედია იუწყება, რომ 9 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთის ძალებთან შეტაკებებისას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სომხეთის „საბოტაჟის ჯგუფები“ ცდილობდნენ ღამით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლას. 31 ივლისს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისი 2 ჯარისკაცი მოკლეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე. თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის დეფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის სამხედროებთან შეტაკებისას. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ცნობით, მთიან ყარაბაღში 1 აგვისტოს ორმხრივი სროლის ხმები ისმოდა.

XS
SM
MD
LG