Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ვარშავის აჯანყების წლისთავს აღნიშნავს


პოლონეთში აღნიშნავენ ვარშავის აჯანყების 70-ე წლისთავს, როდესაც ათასობით სახელდახელოდ შეიარაღებული სამოქალაქო პირი ნაცისტური გერმანიის ძალებს დაუპირისპირდა, 1944 წლის აგვისტოში. პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ 1 აგვისტოს მემორიალი ყვავილებით შეამკო და ქვეყანაში წუთიერი დუმილი გამოცხადდა. 200 ათასზე მეტი პოლონელი დაიღუპა აჯანყების დროს, რომელმაც 63 დღეს გასტანა. წითელმა არმიამ, რომელიც ვარშავას უახლოვდებოდა, წინსვლა შეაჩერა, რამაც საშუალება მისცა გერმანელებს სისხლში ჩაეხშოთ აჯანყება. საბჭოთა პერიოდში პოლონეთში ამ მოვლენის აღნიშვნა აკრძალული იყო, თუმცა 1989 წლიდან პოლონეთი აჯანყების წლისთავს ყოველ წელს აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG