Accessibility links

logo-print

სასამართლომ სააკაშვილს პატიმრობა შეუფარდა


გავრცელებული ცნობებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სააკაშვილთან ერთად, დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. მათთან ერთად ბრალდებულები არიან უკვე პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომლებსაც სხვა საქმეების გამო აქვთ პატიმრობა შეფარდებული. პროკურატურა ამჯერად არ გამოსულა მათთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს 28 ივლისს წაუყენა ბრალი 2007 წელს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში.

XS
SM
MD
LG