Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ევროკავშირმა „ჩუმად“ მოხსნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირი დაადანაშაულა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის და ტექნიკის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვის „ჩუმად“ მოხსნაში. 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ამბობს „ბრიუსელში ახლახან გამართულ ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე, კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ‘ჩუმად’ შეთანხმდნენ მოეხსნათ შეზღუდვები კიევისთვის ისეთი აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელიც შიდა რეპრესიებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს“. განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ამასთან აღნიშნულია, რომ „სამხედრო ტექნოლოგიების და აღჭურვილობის ექსპორტზეც გაიცა ნებართვა“. სამინისტროს თანახმად, უკრაინასთან მიმართებით შეზღუდვები ევროკავშირმა შემოიღო კიევის მაიდანზე ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს. სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდებაზე აკრძალვის მოქმედების გარეშე, „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლისღვრაზე ევროკავშირის პასუხისმგებლობა მოიმატებს“. ევროკავშირის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნატომ უნდა გადახედოს რუსეთთან თავის გრძელვადიან ურთიერთობას და უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მოსკოვი ალიანსს მოწინააღმდეგედ აღიქვამს.

XS
SM
MD
LG