Accessibility links

logo-print

თბილისის ახალმა მერმა მოადგილეების კანდიდატურები დაასახელა


2 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულება თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ. პირველ სამუშაო დღეს მან თავისი მოადგილეების კანდიდატურები დაასახელა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად ასევე წარდგენილნი არიან ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია, ალუდა გოგლიჩიძე. მოადგილეების გარდა, ნარმანიამ წარადგინა გამგებლებისა და მერიის სამსახურის უფროსების კანდიდატურები. ახალი მერის მიერ დასახელებულ კანდიდატურებს თბილისის საკრებულოს 4 აგვისტოს წარუდგენენ დასამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG