Accessibility links

logo-print

კიევი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ლუგანსკი და დონეცკი განაცალკევეს


უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ მთავრობის მომხრე ძალებმა დაიკავეს ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი აღმოსავლეთში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების საზღვარზე, რითიც ფაქტობრივად ერთმანეთისგან განაცალკევეს ამ ორ რეგიონში მოქმედი, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები. როგორც ანდრეი ლუსენკომ 2 აგვისტოს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევის ერთგულმა არმიამ „გაათავისუფლა“ ქალაქები კრასნოგოროვკა და სტარომიხაილივკა, რითიც მთავრობის მიერ კონტროლირებული ბუფერული ზონა შექმნა ორ თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რეგიონს შორის. ამასთან, ლუსენკოს განცხადებით, კიევმა მიიღო შეტყობინება, რომ უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრიდან ხუთიოდე კილომეტრის მოშორებით რუსეთის სამხედროები იკრიბებიან. ლუსენკოს თქმით, შეტყობინება მოიცავს ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ რუს გლეხებს მიეცათ ინსტრუქცია მოსავალი 3 აგვისტომდე მოიწიონ. დონეცკის მერის ოფისმა 2 აგვისტოს დაადასტურა, რომ ბირიუზოვოს რაიონში შეტაკებები მიმდინარეობს. ლუგანსკის საქალაქო საბჭომ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ქალაქს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

XS
SM
MD
LG