Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას მუშაობას განაგრძობენ ექსპერტები


ეუთო აცხადებს, რომ 2 აგვისტოს საერთაშორისო ექსპერტებმა უკვე გააგრძელეს მუშაობა აღმოსავლეთ უკრაინაში იმ ადგილას, სადაც „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინაში ეუთოს მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 70 ექსპერტს - ჰოლანდიელებსა და ავსტრალიელებს - თან ახლავს ეუთოს რვა დამკვირვებელი. ექსპერტებმა ადგილზე მიიყვანეს საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები, რათა მიაგნონ 17 ივლისს ჩამოგდებული თვითმფრინავის მსხვერპლთა ადგილზე დარჩენილ გვამებს. კატასტროფას შეეწირა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი. ექსპერტებმა სამუშაოები 1 აგვისტოს დაიწყეს. ადგილზე დარჩენილი გვამების პოვნის მცდელობას ხელს უშლიდა ბრძოლა უკრაინის არმიასა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის. ჰოლანდიაში, რომელმაც კატასტროფაში 193 მოქალაქე დაკარგა, უკვე გაიგზავნა 200-ზე მეტი კუბო.

XS
SM
MD
LG