Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში დააკავეს კიდევ ერთი უფლებადამცველი


აზერბაიჯანში დააკავეს კიდევ ერთი ცნობილი უფლებადამცველი, რასულ ჯაფაროვი, რომელიც ეჭვმიტანილია გადასახადებისთვის თავის არიდებაში, უკანონო ბიზნეს-აქტივობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ბაქოს სასამართლომ ჯაფაროვი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სანამ მის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს. ჯაფაროვს უკვე აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება. სამი დღით ადრე აზერბაიჯანში დააკავეს ცნობილი უფლებადამცველი, ლეილა იუნუსი და ქმართან, არიფ იუნუსთან ერთად, ბრალი დასდეს ქვეყნის ღალატში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში და უკანონო ბიზნეს-აქტივობაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა 1 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატა იუნუსებისთვის ბრალდების წაყენების და ჯაფაროვისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვის გამო. კომიტეტმა განაცხადა: „ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების ამ ბოლო ტალღით აზერბაიჯანი დასცინის თავის დეკლარირებულ მიზანს გახდეს თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო“.

XS
SM
MD
LG