Accessibility links

logo-print

ისრაელმა ღაზიდან ქვეითი ჯარის გაყვანა დაიწყო


ისრაელმა ღაზიდან ქვეითი ჯარის გაყვანა დაიწყო, თუმცა გააგრძელა საჰაერო თავდასხმები, რასაც ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. არმიის პრესმდივნის განცადებით, დღეს დილით ქვეითი ჯარის უდიდესი ნაწილი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იყო დაბრუნებული. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 აგვისტოს გვიან საღამოს განაცხადა, რომ სამხედროები გადახედავენ ოპერაციის მსვლელობას მას შემდეგ, რაც დასრულდება საზღვრის ქვეშ ჰამასის მიერ გათხრილი სამხედრო გვირაბების განადგურების პროცესი. ასეთ ფონზე, კაიროში ჩავიდა ჰამასის დელეგაცია, ისრაელთან ზავის პირობებზე არაპირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მიზნით. მოლაპარაკების შუამავლები ეგვიპტის და აშშ-ის ოფიციალური პირები იქნებიან. ისრაელმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დაგეგმილის შესაბამისად არ გაგზავნის თავის წარმომადგენლებს და პალესტინელ ისლამისტებს ბრალი დასდო საერთაშორისო შუამავლების შეცდომაში შეყვანაში. 1 აგვისტოს რამდენიმე საათში დაირღვა აშშ-სა და გაეროს შუამავლობით შემუშავებული ზავი, რაშიც ჰამასი და ისრაელი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG