Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განახლდა საარჩევნო ბიულეტენების შემოწმება, რომელსაც კანდიდატი არ უჭერს მხარს


ქაბულში განახლდა ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების შემოწმება, თუმცა ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი, აბდულა აბდულა უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, ნურ მუჰამედ ნურმა განაცხადა, რომ კომისიამ 3 აგვისტოს დილით ადრე დაიწყო ბიულეტენების შემოწმება, ავღანელი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით. ნურმა აბდულას გუნდს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, „მათ აღარ აქვთ მიზეზები პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმისთვისო“. აბდულას გუნდის განცხადებით, უთანხმოება ეხება აუდიტის მიერ ყალბი ბიულეტენების ნამდვილებისგან განცალკევების ფორმას. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 14 ივნისს გაიმართა. რვა მილიონამდე ბიულეტენის შემოწმება გასულ თვეში შეფერხდა, მეტოქეებს შორის ტექნიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო. აბდულამ უარყო წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად არჩევნებში მისმა მეტოქემ, აშრაფ ღანიმ გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG