Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს სომხეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2 აგვისტოს დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონთან ახლოს ოთხი სამხედრო დაიღუპა. სამინისტროს განცხადების თანახმად, სამხედროები ემსხვერპლნენ შეტაკებებს „სომეხთა დივერსიულ ჯგუფებთან“, რომლებიც აღდამ-ტერტერის რაიონში ატარებდნენ ოპერაციას. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის დანაყოფებმა თავდასხმა მოიგერიეს. 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს „სომხეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები შემოიღოს“. პარალელურად, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ 2 აგვისტოს მისმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმა, რის შედეგადაც დაიღუპა ყარაბაღის ერთი მეომარი და 7 აზერბაიჯანელი სამხედრო. განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელშიც იტყობინება, რომ შაბათს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სოფელ კემერლის პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხურ სოფელს. ბოლო დღეებში გახშირდა სროლა აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ყარაბაღის ახლოს. 1 აგვისტოს აშშ-მა მხარეებს მოუწოდა „დაუყოვნებლივ იმოქმედონ დაძაბულობის განმუხტვისთვის და დაიცვან ზავი“.

XS
SM
MD
LG