Accessibility links

logo-print

გაეროს ხელმძღვანელი „კრიმინალურ აქტს“ უწოდებს იერიშს ღაზაში გაეროს სკოლაზე


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დაგმო ღაზის სექტორში გაეროს მიერ ადმინისტრირებულ სკოლაზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმა და მას „მორალურად აღმაშფოთებელი, კრიმინალური აქტი“ უწოდა. გავრცელებულ განცხადებაში ბან კი მუნი გამოდის მოწოდებით, პასუხი აგოს ვინც დამნაშავეა „საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის ამ უხეშ დარღვევაში“. გაეროს განცხადებით, რაფაში მდებარე სკოლის დაბომბვას სულ მცირე 10 ადამიანი შეეწირა. ისრაელსა და ჰამასს შორის 27-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში გაეროს სკოლა უკვე მესამედ ხდება სისხლიანი თავდასხმის სამიზნე. პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, სკოლაზე ისრაელმა მიიტანა საჰაერო იერიში. ისრაელის სამხედრო სტრუქტურები აცხადებენ, რომ თავდასხმის გარშემო მიმდინარეობს მოკვლევა. პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, კონფლიქტს 1,770-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, უმეტესად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეს დაიღუპა 64 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG