Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარება დაძაბული რჩება


მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის გარშემო ვითარება დაძაბული რჩება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ დაძაბულობის ესკალაციაში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მოიგერია აზერბაიჯანის ძალების მხრიდან შეღწევის კიდევ ერთი მცდელობა. განცხადების თანახმად, დაიღუპა აზერბაიჯანის ერთი სამხედრო. პარალელურად, გავრცელდა ცნობები, რომ გარდაიცვალა ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიჭრა მთიან ყარაბაღთან მომხდარ შეტაკებებში. ეს სიკვდილის უკვე მეხუთე შემთხვევაა, რომლის შესახებაც მთიანი ყარაბაღი იტყობინება კონფლიქტის ზონაში ძალადობის ახალი ესკალაციის დროს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს აზერბაიჯანულ მხარეს ბრალი დასდო საზღვრის გასწვრივ ზავის 900-ჯერ დარღვევაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის ძალები დაადანაშაულა დაძაბულობის გამოწვევაში. სომხეთის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა შესაძლოა 8-9 აგვისტოს გაიმართოს რუსეთის ქალაქ სოჭში.

XS
SM
MD
LG