Accessibility links

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ერაყში ორი ქალაქი ჩაიგდეს ხელში


ოფიციალური პირების და ადგილობრივი ხალხის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მებრძოლები 3 აგვისტოს ჩრდილოეთ ერაყში ორ პატარა ქალაქს დაეპატრონენ. ალაქები ზუმარი და სინჯარი დაეცა ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, რომელიც 2 აგვისტოს ექსტრემისტ მეამბოხეებსა და უსაფრთხოების ქურთ ძალებს შორის გაიმართა. სინჯარს თავს აფარებდა ათასობით ადამიანი, რომლებიც ექსტრემისტების შეტევას გაექცნენ. ერაყში გაეროს წარმომადგენელი, ნიკოლაი მლადენოვი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, „სინჯარში ჰუმანიტარული ტრაგედია ვითარდებაო“. გაეროს შეფასებით, შესაძლოა 200,000-მა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი. ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები 3 აგვისტოს ასევე დაეპატრონენ მოსულში მდებარე კაშხალს, რომელიც ერაყში უდიდესია. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ალ-ყაიდისგან გამოყოფილ ჯგუფს წარმოადგენს, დიდი მოცულობის ტერიტორიას დაეპატრონა მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებზე მიიტანა იერიში.

XS
SM
MD
LG