Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „შეძრწუნებულია“ ღაზაში გაეროს სკოლის „სამარცხვინო“ დაბომბვით


აშშ „შეძრწუნებულია“ ღაზის სექტორში გაეროს სკოლის „სამარცხვინო“ დაბომბვით - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯენ პსაკი. იგი ისრაელს მოუწოდებს უფრო მეტი გააკეთოს „თავისივე სტანდარტების შესაბამისად სამოქმედოდ და სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გაეროს მიერ ადმინისტრირებულ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას უწოდა „მორალურად აღმაშფოთებელი, კრიმინალური აქტი“. გაეროს განცხადებით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა რაფაში მდებარე სკოლის დამბომბვის შედეგად, რომელსაც პალესტინელები აფარებდნენ თავს. ისრაელმა დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა სკოლასთან ახლოს მდებარე სამიზნეზე და განაცხადა, რომ შეისწავლის თავდასხმის შედეგებს. ისრაელსა და ჰამასს შორის 27-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში გაეროს სკოლა უკვე მესამედ ხდება სისხლიანი თავდასხმის სამიზნე. პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, კონფლიქტს 1,770-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, უმეტესად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეს დაიღუპა 64 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG