Accessibility links

logo-print

„ენტერპრაიზმა“ ტრიპოლიდან მალტაში გადაიყვანა უცხოეთის მოქალაქეები


ბრიტანეთის სამხედრო გემმა „ენტერპრაიზმა“ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან უცხოეთის მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა და მალტაში გადაიყვანა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ევაკუირებულია ბრიტანეთის 100-ზე მეტი მოქალაქე. ევაკუირებულთა შორის არიან, აგრეთვე, ირლანდიისა და გერმანიის მოქალაქეები. ბოლო დროს ლიბიაში ხშირად ხდება შეტაკებები სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. ივლისის შუა რიცხვებიდან ბრძოლები მიმდინარეობს ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში - ბენღაზიში.

XS
SM
MD
LG