Accessibility links

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 381-ს მიაღწია


ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 381-ს მიაღწია. 1800-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, სამი პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის ეპიცენტრი, სადაც მაგნიტუდამ 6,1 ბალს მიაღწია, იუნანის მთიან პროვინციაში იყო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაინგრა ბევრი შენობა, მათ შორის სკოლები. დაზიანებულია საკომუნიკაციო ხაზები.

XS
SM
MD
LG