Accessibility links

logo-print

უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს რუსეთის კულტურის 500-მდე მოღვაწეს


უახლოეს მომავალში უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს რუსეთის კულტურის იმ 500-მდე მოღვაწეს, ვინც მოწონებით შეხვდა ყირიმის მიერთებას რუსეთთან. ამის შესახებ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ. მან დასძინა, რომ ამ ხალხს არ უნდა მიეცეს საშუალება, მიიღონ შემოსავალი უკრაინაში კონცერტებითა და გამოსვლებით. რუსეთის კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიმართ უკვე მიღებულია სანქციები ყირიმის მიერთების საკითხში რუსეთის მხარდაჭერის გამო. მაგალითად, საესტრადო მომღერლებს, იოსიფ კობზონსა და ოლეგ გაზმანოვს აუკრძალეს ლატვიის ტერიტორიაზე შესვლა. ამ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, კობზონისა და გაზმანოვის ქმედება ხელს უწყობს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას.

XS
SM
MD
LG