Accessibility links

logo-print

მალე დაიწყება ბიომეტრიული პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც


მალე დაიწყება ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი განცხადების თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტების გაცემაზე გადასვლა დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განახლდება განაცხადების მიღება და მოხდება მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტების გაცემა. კანონის თანახმად, ჩვეულებრივი, ძველი ტიპის პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება“, - ნათქვამია ორი უწყების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG