Accessibility links

logo-print

დღეს თბილისში იწყება ყოველწლიური, სამდღიანი ამბასადორიალი


დღეს თბილისში იწყება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიან ამბასადორიალზე სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები შეაფასებენ გაწეულ საქმიანობას და დასახავენ მომავალი წლის სამუშაო გეგმებს. ამბასადორიალის გახსნაზე მიწვეული არიან საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის ხელმძღვანელი პირები.

XS
SM
MD
LG