Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკის ოლქში სეპარატისტებმა წუხელ ექვსჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინის სამხედროებს


აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქში სეპარატისტებმა წუხელ ექვსჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების პოზიციებს. ამის შესახებ იუწყება რეგიონში მიმდინარე სპეცოპერაციის პრესცენტრი. ამავე წყაროს თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგი არ არის. ხარკოვში, ღამით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ სამხედრო კომისარიატს, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი. კომისარიატის თანამშრომლები არ დაზარალებულან. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს განცხადებით, 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე და იქ თავშესაფარი მოითხოვა. უკრაინის მხარე ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. გუშინ გავრცელდა ცნობა, თითქოს ლუგანსკის ოლქში უკრაინელ ჯარისკაცთა ჯგუფი ალყაში მოექცა და მოლაპარაკებას მართავს სეპარატისტებთან. მაგრამ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

XS
SM
MD
LG