Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: „რუსეთი არაფერს არ აკეთებს პრობლემების გადაჭრისათვის“


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო მსოფლიოში მოსკოვის როლის გადაჭარბებული შეფასება, რადგან რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც „არაფერს აკეთებს პრობლემების გადაჭრისათვის.“ ჟურნალ „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ასევე მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას რუსეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 60 წელს აღწევს. „პრეზიდენტი პუტინი დაძაბულობის ფაქტორს წარმოადგენს მსოფლიოში და მისი მოღვაწეობა გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისათვის“, - განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG