Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო უკრაინას ნავთობპროდუქტებით დახმარებას დაჰპირდა


ალექსანდრ ლუკაშენკო მზად არის, რომ უკრაინას ნავთობპროდუქტებით დაეხმაროს, - ამის შესახებ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა. ბელორუსიის პრეზიდენტის პრესცენტრის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიას თავად სჭირდება საწვავი მოსავლის აღების კამპანიის დროს, იგი მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნავთობპროდუქტებით. იმავე წყაროს ცნობით, უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ლუკაშენკო 2 აგვისტოს ტელეფონზე ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ესაუბრა.

XS
SM
MD
LG