Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა „რიგითი ბრალდებული“ უწოდა მიხეილ სააკაშვილს


საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ერთი რიგითი ბრალდებულია. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა შერჩეული, ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ წარსდგეს საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს წინაშე. "აქ შეიძლება გამოყენებული იყოს კანონით დართული მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო, რაც ამ ადამიანს მიიყვანს გამომძიებლამდე და სასამართლომდე. იქნება ეს გვარად სააკაშვილი თუ სხვა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ერთი რიგითი ბრალდებული", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე, თუ რა პროცედურები იქნება ექსტრადიციასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყება.

XS
SM
MD
LG