Accessibility links

logo-print

ექსტრემისტებმა ერაყში ხელთ იგდეს ახალი ქალაქები


ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც ოფიციალურად ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფოს სახელითაა ცნობილია 4 აგვისტოს განაცხადა, რომკონტროლი დაამყარა ერაყის კიდევ ორ ქალაქზე. ექსტრემისტული დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ მათ დაატყვევეს ათობით ქურთი მებრძოლი, იმ დაჯგუფებიდან, რომელიც ფეშმერგას სახელითაა ცნობილი. ისლამისტმა ექსტრემისტებმა 3 აგვისტოს დაიპყრეს ქალაქი სინჯარი, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა მათ მიერ ორი თვის წინ ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთში მდებარე დასახლებული პუნქტების ანექსიის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ათეულ ათასობით ადამიანი ტოვებს სინჯარს მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს ათობით იეზიდი, რომლებმაც უარი თქვეს ისლამის სჯულის მიღებაზე.

XS
SM
MD
LG