Accessibility links

logo-print

უკრაინელი ჯარისკაცები მასობრივად გადავიდნენ რუსეთში


რუსეთის მედია, ქვეყნის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, 400-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე და იქ თავშესაფარი მოითხოვა. უკრაინის მხარემ დაადასტურა დაუდგენელი რაოდენობის უკრაინელი ჯარისკაცების გადასვლა, თუმცა უარყო რუსული მედიის ცნობა, თითქოს მათ თავშესაფარი მოითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით ლუგანსკის ოლქში უკრაინელ ჯარისკაცთა ჯგუფი ალყაში მოექცა, რის შემდეგაც მათ დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ რუს მესაზღვრეებს. გავრცელებული ცნობებით 180 უკრაინელი ჯარისკაცი უკან დაბრუნდა. ამასთანავე კიევი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა 4 აგვისტოს ხელთ იგდეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი იასინოვატა, რომელიც დონეცკთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სარკინიგზო მაგისტრალს წარმოადგენს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, განვლილ დღე-ღამეში მომხდარ შეტაკებებში 5 ჯარისკაცი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG