Accessibility links

დღეს ამბასადორიალს ეწვევიან ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო დამცველი


თბილისში მიმდინარე ამბასადორიალს დღეს ეწვევიან ხელისუფლების წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ქართველ დიპლომატებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

XS
SM
MD
LG