Accessibility links

logo-print

დღეს საკრებულო თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს


დღეს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას, მათ შორის მერის მოადგილეებს. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურა, თბილისის მერის მოადგილეებად კი დასახელებული არიან ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე. ახალი მერის, დავით ნარმანიას თქმით, კანდიდატები მან პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

XS
SM
MD
LG